Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ხელისუფლება ცდილობს, მაღალჩინოსნების სესხები ბიუჯეტის, ანუ ჩვენს ხარჯზე დაფაროს
Regions.ge
08 December 2016, 16:20
დღეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ,  შოთა გოგიბერიძემ მასმედიისთვის ბრიფინგი ჩაატარა, სადაც მწვავედ გააკრიტიკა  ხელისუფლება. გოგიბერიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ რომ წინასაარჩევნოდ დაეანონსებინა, რის გაკეთებასაც გეგმავდა საწვავთან, თამბაქოსა და იმპორტირებულ მანქანების აქციზის მატებასთან დაკავშირებით, მოსახლეობისგან  ხმას ვერ მიიღებდა. "ქვეყანაში მიმდინარე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პროცესების გამო, თავს უფლება მივეცი, დღეს  კიდევ ერთი ხმამაღალი განცხადება გამეკეთებინა. საპარლამენტო არჩევნებიდან  ორ თვეში, საქართველოს მოსახლეობამ იწვნია თავისი გაკეთებული არჩევანის შედეგი.  მხოლოდ ის, რომ 2017 წლის ბიუჯეტიდან ჩანს, ხელისუფლება არაფერს დაუმატებს პენსიებს, პედაგოგთა ხელფასებს, ასევე, აქციზის მატება უმძიმეს ტვირთად დააწვება ოჯახებს  და  ავტომატურად გააძვირებს აუცილებელ პროდუქციას. ჯერ აქციზი არ მომატებულა და უკვე გაძვირდა საწვავი. მერე კი, როცა მოიმატებს, უკვე 30%-ით მაინც გაიზრდება ფასი, _ თქვა გოგიბერიძემ და უკიდურესად აღმაშფოთებელი უწოდა ე.წ. ლარიზაციის პროგრამის ეგიდით წარმოდგენილ გეგმას, დოლარში აღებული კრედიტების, იპოთეკური სესხების ბიუჯეტიდან სუბსიდირების შესახებ. ხალხი, რომელთაც 20 ათასიდან 100 ათასზე მეტი დოლარის კრედიტები აქვთ აღებული, ძირითადად, ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. საშუალო და გარატაკებული ფენა ასეთ კრედიტებს ვერც მიუახლოვდება.  გამოდის, რომ ხელისუფლება თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების მიერ აღებული კრედიტების გადახდას ბიუჯეტიდან, ისევ გაჭირვებული მოსახლეობის ჯიბეებიდან განახორციელებს, ანუ ჩვენს ხარჯზე დაფარავს, _ განაცხადა შოთა გოგიბერიძემ და  განმარტა, რომ სწორედ ამიტომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა  „პატრიოტთა ალიანსის“  დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს მთავრობას და თუ პროცესები ასე გაგრძელდა, მხარს არც აწი დაუჭერენ. შოთა გოგიბერიძის თქმით, ზამთარსა და გაზაფხულზე ხალხის გასაჭირს, შესაძლებელია, სოციალური აფეთქება მოჰყვეს. _ ჩვენ ვართ ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში, რომ  ხელისუფლება  მოვაფხიზლოთ და კარგად დაინახონ, რა უმძიმეს ვითარებაში ჩავარდა ქვეყანა, როცა ხელი არ აიღეს ესტონურ მოდელზე. აქციზის ზრდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, გააძვირებს ყველაფერს და შედეგიც მძიმე იქნება, კიდევ უფრო გაღატაკდება ხალხი და ქვეყანა, _ თქვა გოგიბერიძემ.  გოგიბერიძემ ჟურნალისტებს შეახსენა, თუ რა მიმართულებით აპირებდა მუშაობას „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, ხელისუფლებაში უმრავლესობით  მოსვლის შემთხვევაში _  ეს იყო სახელმწიფო საბინაო ფონდის შექმნა უსახლკაროთათვის, წელიწადში 2%-იანი განაკვეთით,  იმავე პროცენტში მცირე და მიკრობიზნესის მხარდამჭერი პროექტებისთვის სპეციალური ფონდის შექმნა და  მრავალი სხვა. გოგიბერიძემ  ბრიფინგი დაასრულა განცხადებით _  „პატრიოტთა ალიანსი“ ხელისუფლებისადმი კონსტრუქციული კრიტიკის  და ოპონირების  რეჟიმში მუდმივად იქნება,  რომელიც ხალხის გასაჭირს ხელისუფლების ყურამდე მიიტანს.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
08.12.2016
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი